ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის
შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.
დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის
ქალი, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი.
Ambebi.ge -ს ინფორმაციით ოჯახის წევრებიდან
გადარჩა ბავშვების მამა და ერთი, 5 წლამდე ბავშვი. „მამას ბაღში
ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინა" - განუცხადა
Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო
ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საცხოვრებელი კორპუსის
ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე
ბინის მესაკუთრე დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის
ერთი სადარბაზო
გუშინ ჩამოინგრა.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები