2021 წლის მშვიდობის ნობელის პრემია ჟურნალისტებმა
მიიღეს.
ეს მაღალი ჯილდო რუსული გაზეთის "Новая газета " მთავარ
რედაქტორს დიმიტრი მურატოვსა და ფილიპინური გამოცემის
Rappler-ის დამფუძნებელს მარია რესას გადაეცათ.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, რომელიც მშვიდობის დარგში პრემიებს
გასცემს მურატოვს და რესას აღნიშნული ჯილდო მიაკუთვნა
"მათი ძალისხმევის გამო დაიცვან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება,
რაც წარმოადგენს მთავარ პირობას დემოკრატიისა და
მშვიდობისთვის.“
ნობელის პრემია არის ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც
შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები, აჯილდოვებენ გამარჯვებულებს
კაცობირობისათვის მნიშნელოვანი მიღწევებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები