ახალი ამბები
იგეგმება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის მომატება - სემეკის განმარტება
FaceBook
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება.
როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარიფების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მიერ არ მომხდარა სემეკთან კომუნიკაცია, კომენტარის გამოთხოვა ან ინფორმაციის გადამოწმება.

სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.

სემეკი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“,-აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.