2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 1
მილიარდ ლარზე მეტით - 1 055 470 800 ლარითაა შემცირებული.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელწიფო ბიუჯეტის
ასიგნებების მოცულობა 18 443 276 00 ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული
შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს
მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული
ხარჯები, ასევე, აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან
დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი);
„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი
ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის
ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის
შესაბამისად. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის
დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის
ოდენობით,“- წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
2021 წლის ბიუჯეტის გეგმა 19 498 746 800 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები