ქუთაისის რიგით მე-7 მოწვევის საკრებულოში. პირველადი
მონაცემებით 35 წევრიან საკრებულოში 12 ქალი დეპუტატი
იქნება.
მმართველი პარტიის 18 დეპუტატიდან ერთი მაჟორიტარი ქალი იქნება.
ხოლო პარტიული სიიდან 4-მა მოიპოვა მანდატი.
"ოცნების" ქალი მაჟორიტარია:
მაგდა კოსტავა - საფიჩხია-კახიანოური,
"ქართული ოცნების" სიითი შემადგენლობით ქალი დეპუტატები
იქნებიან:
მარეხ ნიჟარაძე
მანანა ჩიხლაძე
თეა ჯაყელი
მაია სიმონიძე
ოპოზიციიური პარტიებიდან "ნაციონალური მოძრაობა" – 14 მანდატს
მიიღებს. მათგან ქალი დეპუტატი არის ხუთი.
ერთი მაჟორიტარი ნიკეა-ძელქვიანი- ანა კოხრეიძე.
ხოლო ოთხი პარტიული სიით:
ხათუნა არველაძე,
ქეთევან ხურციძე,
ნინო ბიბილეიშვილი.
დარეჯან ფხაკაძე,
ქუთაისის საკრებულოში ორი ქალი წევრი ეყოლება გიორგი გახარიას
პარტიას, "საქართველოსათვის": ელეონორა არჩაია და ნინო
ჩიკვაშვილი.
პირველადი მონაცემებით, ქუთაისის რიგით მე-7 მოწვევის
საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ
კი - 17.
2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ. თუმცა,
არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური
ჩატარდება.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად
მასალის გამოყენების პირობები