იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მ.ყ.-ის ავტომანქანის ჩხრეკის
შედეგად, "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 8
საბრძოლო ვაზნა პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.
დანაშაულები თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები