პარტია "საქართველოსთვის",
რომელმაც ქუთაისის საკრებულოში ორი წევრის შეყვანა მოახერხა, მეორე
ტურის დანიშვნის წინაპირობაზე საუბრობს.
პარტიაში უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ
საოლქო საარჩევნო კომისია მათ საჩივრებს დააკმაყოფილებს, ქუთაისში
მეორე ტური დაინიშნება.
"ვითხოვთ უბნების ხელახლა
გადათვლას, არსებული საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში ქუთაისში
მივიღებთ მეორე ტურს. თუ საჩივრების განხილვა არ მოხდება სამართლიან
გარემოში, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას ჩვენი
მოქალაქეების ხმების დასაცავად", - განაცხადა თბილისის
საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ.
"საქართველოსთვის" ქვეყნის
მასშტაბით 200, ხოლო ქუთაისში 56 საჩივარი შეადგინა. პარტია დღეს
ქუთაისის საოლქო კომისიაში კიდევ 25 საჩივრის შეტანას
აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები