საქართველოს მესამე პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების
მოთხოვნით, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რუსთავის ციხესთან აქცია
გაიმართება.
აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი
მხარდამჭერები აანონსებენ.
ციხესთან აქციას ქუთაისიდანაც შეურთდებიან.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც დილით
გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ
ბათუმშია.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის
ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით
დაბრუნდება.
თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მასალის გამოყენების პირობები