7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7
ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება.
ამასთან, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია
თოვლი.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, -
აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები