წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის
საკრებულოში ორი ოპოზიციონერი მაჟორიტარი დეპუტატი
იქნება.
ცესკოს შედეგების მიხედვით, ქუთაისის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან ორში
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა - ბესიკ ბრეგაძემ და ანა
კოხრეიძემ გაიმარჯვეს.
დანარჩენ ხუთ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.
წინასწარი მონაცემებით, ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართული
ოცნებიდან" იქნებიან: ირაკლი შენგელია, ამირან კოპალეიშვილი, მამუკა
რიჟამაძე, თეიმურაზ ნადირაძე და მაგდა კოსტავა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს,
წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი
"ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან ხმების
43.84% მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა
41.53%.
წინასწარი შედეგების მიხედვით,
ქუთაისში მეორე ტური გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები