ქუთაისი, თბილისი, ბათუმი, რუსთავი - ეს და კიდევ 16 ქალაქი
გამოვლინდა,სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი],
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 20 ქალაქიდან
ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება.
ამიტომ მერების ასარჩევად 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური უნდა
გაიმართოს.
ქალაქების უემტესობაში მეორე ტური ენმ-სა და "ქართული ოცნების"
კანდიდატებს შორის ჩატარდება.
ეს ქალაქებია:თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი
თიანეთი ქარელი, ხაშური, ცაგერი ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი სენაკი,
მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური.
2 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად
მასალის გამოყენების პირობები