იმერეთის 12 მუნიცილიტეტიდან სამში არჩევნებს მეორე ტური
გაიმართება.
ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ქუთაისში, წყატუბოსა და
ბაღდათში იქნება.
იმერეთის ცხრა მუნიცილიტეტში ,,ქართული ოცნების'' მერობის
კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს.
2 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მასალის გამოყენების პირობები