ქუთაისში 54 უბნის შედეგები
დათვლილია.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი
"ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან ხმების
43.84% მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა
41.53%. მესამე ადგილზეა პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი
გიორგი გოგუაძე. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქუთაისში არჩევნების
მეორე ტური დაინიშნება.
ქუთაისში სულ 124 უბანია, რომელთა შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად
გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები