ქუთაისში 20:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 68
509 ამომრჩეველმა დააფიქსირა. რაც საარჩევნო უბანებზე
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44, 53% - ია.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა
ლალიაშვილის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ გარემოში
მიმდინარეობდა.
მათივე ცნობით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით,
წელს აქტივობა უფრო მაღალი იყო, რადგან 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმა საერთო ამომრჩევლის
35,36%- მა დააფიქსირა.
ოლქში ამ დროისთვის 29 საჩივარია შესული. საჩივრების ავტორი
„ნაციონალური მოძრაობა“ და საიაა.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მასალის გამოყენების პირობები