ქუთაისში 17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 54 149 ამომრჩეველმა
დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა
ლალიაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბანებზე ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობის 35,19 % მივიდა.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ გარემოში
მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით,
წელს აქტივობა უფრო მაღალია, რადგან 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების
დროს, 17 საათამდე არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 28,5 იყო
მისული.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ოლქში ამ დროისთვის 21
საჩივარია შესული. საჩივრების ავტორი „ნაციონალური მოძრაობა“ და
საიაა.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მასალის გამოყენების პირობები