დარღვევები ქუთაისის საარჩევნო უბნებზე (ფოტო/ვიდეო)
14:46 / 02.10.2021
ოპოზიცია ქუთაისის საარჩევნო
უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების ფოტომასალას
ავრცელებს.
ფოტოები სამ უბანზეა გადაღებული, სადაც ქუთაისის მერობის კანდიდატის
ხატია დეკანოიძის თქმით, ჩანს ფულის დარიგების მომენტი. ოპოზიციის
დამკვირვებლებმა, ასევე გადაიღეს #124-ე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი
ოქმი, რომელიც წინასწარაა ხელმოწერილი. იმავე უბანთან დაფიქსირებულია
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, რომელიც ოპოზიციის
მტკიცებით, პროცესს ზედამხედველობს.
ოპოზიციამ, ასევე გამოაქვეყნა
კადრები #123-ე უბნიდან, სადაც მათი მტკიცებით, ფულის დარიგების
კადრებია ასახული.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები