გაერთიანებული ოპოზიციის
შეთანხმებული ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია
დეკანოიძემ არჩევანი ქუთაისის #117-ე უბანზე დააფიქსირა.
ხმის მიცემის შემდეგ მან მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა
და თქვა, რომ ყველა ადამიანის ხმა გადამწყვეტია.
"ყველას, ვისთვისაც სულერთი
არ არის ქვეყნის მომავალი, მისცეს ხმა ნებისმიერ პროდასავლურ პარტიას.
ჩვენ თუ არ გვინდა ცხოვრება ოლიგარქიულ წყობილებაში, თუ არ გვინდა,
რომ პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი "ბიძინობას" გვილოცავდეს, თუ
არ გვინდა, რომ სუსი გვისმენდეს, უნდა გავაკეთოთ სწორი
არჩევანი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები