საიამ ამ დრომდე 10:00 საათის მდგომარეობით 6 შემთხვევაზე 8
საჩივარი მოამზადა.
ამის შესახებ საიას დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საიასთვის ცნობილი გახდა ამომრჩევლის
ნების კონტროლის მიმართულებით არსებული პრობლემები როგორც უბნის
შიგნით, ისე პერიმეტრზე.
რამდენიმე უბანზე მეორდება შემთხვევა, როდესაც ნაკადის
მომწესრიგებლის უკან ქართული ოცნების წარმომადგენელი ინიშნავს მისული
ამომრჩევლების მონაცემებს, ზოგ შემთხვევაში კი ნაკადის მომწესრიგებელი
ხმამაღლა აცხადებს ამომრჩევლის სახელსა და გვარს.
Საიას დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყების
გამოძახება რამდენიმე უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და
უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით.
საიას მიერ მომზადებული 8 საჩივარი ეხებოდა შემდეგ შემთხვევებს.
- პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, როგორც მედიით
გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში
იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია"ქართული ოცნების"
სიმბოლიკა;
- ახალქალაქის N40 და ქუთაისის N90 უბნებზე კომისიის წევრებს
შორის ფუნქციები კანონდარღვევით გაანაწილეს;
- მარნეულის N59 უბანზე რეგისტრატორმა და გადასატანი ყუთის გამყოლმა
თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს
მოუწოდა ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ, მან უარი განაცხადა.
- გლდანის N92 უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები ისე მოხია, რომ არ
ჩანდა უბნის ნომერი და სახელწოდება, რაც გამოიწვევს ხმების დათვლისას
ამ ბიულეტენების ბათილობას;
- ბათუმის N98 უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ ფიქსირდებოდა
ამომრჩეველთა ერთიან სიაში,მარკირება გაუკეთეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10
მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები