"123-ე უბანზე ფულს არიგებენ" - ქუთაისის მერობის კანდიდატი (ვიდეო)
12:00 / 02.10.2021
ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძე საარჩევნო
უბნებზე დარღვევებზე საუბრობს.
მერობის კანდიდატმა შტაბში ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც მისი
თქმით, 123-ე საარჩევნო უბანზე ფულის დარიგების კადრებია
ასახული.
ხატია დეკანოიძე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს
მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდებს,წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიაში მისვლას
გეგმავს.
"ის, რაც მოხდა 123-ე უბანზე, არის სისხლის სამართლის
დანაშაული. ჩვენ გვაქვს კადრები, როგორ აძლევენ ფულს
ამომრჩევლებს.მოვუწოდებ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ
მოახდინოს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე თავად მივალ
კომისიაში",-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის უბნებზე მათმა დამკვირვებლებმა 30 საჩივარი
დაწერეს.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:
,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი
,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე
,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები