დილიდან აქტიურობაა ქუთაისის
საარჩევნო უბნებზე. ზოგ შემთხვევაში ამომრჩევლებს რიგში დგომა
უწევთ.
საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის არჩევანი 11 390
მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7,4%-ია.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეს მონაცემი 5,8 % იყო.
ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები