წყალტუბოში ხმის მისულ ამომრჩევლებს ერთ-ერთი საარჩევნო უბანი
გადატანილი დახვდათ.
საუბარია #49-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც საცხოვრებელ სახლში იყო
გახსნილი. თუმცა იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს კორონავირუსი
დაუდასტურდათ მისი გადატანა სხვაგან მოუხდათ.
58 - ე წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი
ნიჟარაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის გადატანა 1 ოქტომბერს
მოუწიათ.
"ოჯახი გადავიდა თვითიზოლაციაში და მოგვიწია გადაწყობა, ახალი უბანი
იქვე არის, ამომრჩეველი რომ არ დაბნეულიყო'', - ამბობს გიორგი
ნიჟარაძე.
წყალტუბოში სულ 69 საარჩევნო უბანია, სადაც 50 489 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები