საქართველოში თვითმართველობის არჩევნებს 52 საერთაშორისო
ორგანიზაცია აკვირდება.
სამკვირვებლებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები.
ყველაზე მეტი დამკვირვებელი ეუთოს [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების
და ადამიანის უფლებების ოფისი OSCE/ODIHR] ჰყავს.
არჩევნებს ეუთოს 516 დამკვირვებელი აკვირდება.
საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლით მეორე ადგილზეა აშშ-ის საელჩო
საქართველოში.
დღეს არჩევნებზე საელჩოს 113 დამკვირვებელია რეგისტრირებული.
61 დამკვირვებელი ჰყავს „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
საზოგადოებას“ [ISHR].
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დღეს არჩევნებს 88 ადგილობრივი
დამკვირვებელი ორგანიზაცია და 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო
მედია აკვირდება.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:
,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი
,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე
,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე
,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე
მასალის გამოყენების პირობები