შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს
მესამე პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით ორი ვიდეო-მიმართვა
გაავრცელა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ
ბათუმშია.
10 საათისთვის კი დადო ვიდეო, რომელიც მისი თქმით, ბათუმშია
გადაღებული. ამ ვიდეოში სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ
არჩევნებზე.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ
სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა
და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით
დაბრუნდება.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები