ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი მუზეუმის შენობის ადგილას რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება.
აღნიშნული ინიციატივით
ქუთაისის მერია გამოდის.
"დაგეგმილია
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კომერციულად არასაინტერესო, უსახური
ობიექტის დემონტაჟი და მის სანაცვლოდ სრულიად ახალი, თანამედროვე
სტანდარტის ფუნქციური ტერასული სივრცის შექმნა. ახალი სკვერი ქალაქის
ცენტრში ახალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება,
სადაც უკეთესად მოხდება ქალაქის წარმოჩენა და
პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე",
- განაცხადა
საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, მანამდე ყოფილი მუზეუმის შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა,
ადგილობრივი თვითმმართველობის
ბალანსზე უნდა გადავიდეს.
ქალაქის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა ერთ-ერთია იმ
14 იდეა/პროექტს შორის, რომელსაც ქალაქის ხელისუფლება მომდევნო კვირას
"საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო
კონკურსზე" შესაბამის კომისიას
წარუდგენს. გრანტის ჯამური ღირებულება
25 მილიონ ლარს შეადგენს.
მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ წარდგენილი
პროექტები დამტკიცდება, მიმდინარე წელს
ტენდერები გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები სრულად
2022 წელს იქნება დასრულებული.
მასალის გამოყენების პირობები