საჩხერის ონთან დამაკავშირებელ ახალ
გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია
ზემო იმერეთის რაჭასთან
დამაკავშირებელი 51.5 კმ-იანი საავტომობილო გზა პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო
გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან
შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 სთ-ით მცირდება, ახალი გზით
მგზავრობას 6 სთ-ის ნაცვლად 4,5 სთ-ი დასჭირდება.
ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს - იმერეთსა და რაჭას,
გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი,
უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება
ამბროლაური-ონის გზას.
გზის მშენებლობის პროექტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 111 მილიონ ლარად განახორციელა.
მშენებლობაზე 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული
მასალის გამოყენების პირობები