25 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 729 672 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 967 441 ადამიანი - მოზრდილი
მოსახლეობის 34.1%.
სრულად ვაქცინირებულია 762 231 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის
26.7%.
24 სექტემბერს აიცრა 13 580 ადამიანი.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში,
ჭიათურასა და ზესტაფონში.
ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური
სივრცეა გამოყოფილი.
პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე
იღებენ.
ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის
გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის
ადგილებზე ჩერდება.
მასალის გამოყენების პირობები