ქუთაისში ,,ლეიბორისტური პარტიის" მაჟორიტატობის კანდიდატმა ირაკლი
კიკვაძემ, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში არსებული მოუწესრიგებელი
მდგომარეობა გააპროტესტა.
მისი თქმით პარკს საბჭოთა კავშირის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია,
მისივე განმარტებით ხელისუფლება არ ზრუნავს ამ პრობლემის
მოგვარებაზე.
,,ინფრასტრუქტურა საკმაოდ ძველია ,ზოგიერთი მწყობრიდან არის
გამოსული. სამწუხაროდ არც ერთ ხელისუფალს არ უზრუნვია ამ პრობლემის
მოგვარებაზე.ამ პარკს არა მარტო ადგილობრივები, არამედ მთელი
ქალაქის მაცხოვრებლები სტუმრობენ'',- განაცხადა ირაკლი
კიკვაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ათასობით ლარი იხარჯება პარკის
შენახვაში,თუმცა ამ პარკს საფუძვლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
,,აქ დასამატებელია ველობილიკები,სარბენი ბილიკები,სხვადასხვა
ტიპის მოედნები,რომ ყველა ასაკის ადამიანმა შეძლოს,როგორც
გართობა,ასევე დასვენება.აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აუცილებლობას
და ის არის განსახორციელებელი."
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი ნახევარი საუკუნისაა და ქუთაისის
მაშტაბით ყველაზე დიდია.
მასალის გამოყენების პირობები