ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ფაიზერის მესამე
დოზის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა.
FDA განმარტებით, ბუსტერის გაკეთებას
შეძლებენ 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რისკჯგუფების
წარმომადგენლები, ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და მოხუცთა
თავშესაფარში დასაქმებული პერსონალი.
FDA-ის რეკომენდაციის მიხედვით, ბუსტერი ფაიზერის ვაქცინის მეორე
დოზის მიღებიდან სულ მცირე ექვსი თვეში უნდა გაკეთდეს.
ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება სამეცნიერო
მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიღეს.
საქართველოში ამ ეტაპზე ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი:
ფაიზერი,სინოფარმი,სინოვაკი და ასტრაზენეკა.
აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ
booking.moh.gov.ge-ზე.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში,
ჭიათურასა და ზესტაფონში.
ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური
სივრცეა გამოყოფილი.
პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე
იღებენ.
ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის
გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის
ადგილებზე ჩერდება
მასალის გამოყენების პირობები