ახალი ამბები
,,ეს იყო კომპანიის გადადგმული ნაბიჯი'' - ირაკლი კობახიძე ,,ენკას'' ხელშეკრულების შეწყვეტაზე
FaceBook
,,ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი'' - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ენკას" მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტას.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა და ენერგეტიკის სფეროში მილიარდობით დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.

"ყველა შემთხვევაში ეს იყო კომპანიის გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც.'',- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნამახვნჰესის მშენებელი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

ამის შესახებ ინფორმაცია Enka Renewables-ის მშობელმა კომპანიის - ENKA İNŞAAT-მა  სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა .

განცხადებაში მიხედვით, კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები სახელდება.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებდა.

მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების საზიანოს უწოდებენ.

ადგილობრივების პროტესტი 329 დღეა უწყვეტად გრძელდება.

მათი მოთხოვნაა:

გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.