ქუთაისის აეროპორტი 45 922 მგზავრს და 188 რეისს მოემსახურა .
2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, მგზავრთა
ნაკადი 52% - ით აღდგა, რეისების რაოდენობა კი 69% - ით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში საქართველოს
146 664 უცხოელი სტუმრობდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ
მაღალი მაჩვენებელია.
ეს მონაცემი, გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 28,8%-ით
აღემატება. თუმცა, 2019 წლის იმავე თვის მონაცემს 80%-ით
ჩამორჩება.
ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის,
ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.
საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის
კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის
სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენით შეუძლიათ.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში
შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს,
გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF
ფორმა ვებგვერდზე
https://keleiviams.nvsc.lt/en/form.
კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული
წელს, მარტში შეწყდა.
საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული
შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა.
2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.
მასალის გამოყენების პირობები