სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი
ამომრჩევლები თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია
ავრცელებს.
"დღეს მეორეჯერ გამოვიდა ეს საკითხი კომისიის სხდომაზე და უკვე
მოიპოვა ამ საკითხმა შესაბამისი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ
ჩვენს ქვეყანაში არსებული კოვიდინფიცირებული პაციენტები შეძლებენ
მერისა და პროპორციული წესით ასარჩევი ბიულეტენების გამოყენებას და
თავისი საარჩევნო უფლების რეალიზებას", -განაცხადა ცესკოს
თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ.
ცესკოში შესაბამის გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს ეყარა კენჭი.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები