,,ლეიბორისტული პარტია" უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დაწესების
ინიციატივით გამოდის.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, სამსონ გუგავას
თქმით მოსახლეობისთვის ეს დიდი შერავათი იქნება.
,,დღეს მუნიციპალური ტრანსპორტის შენახვაზე მილიონ ლარამდე იხარჯება.
ეს სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრანსპორტზე გადასახადი მოვხსნათ.
ეს ერთის მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს იმ ტვირთს, რაც
პანდემიის პირობებში ემუქრება, მეორეს მხრივ, ქალაქი გახდება
ეკონომიკურად მიმზიდველი'',- განაცხადა სამსონ გუგავამ.
მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ მოქალაქეებს
მგავრობის საფასური დაუფინანსდეთ.
ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს
შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა,
რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, სადაც 60 ერთეული ავტობუსი
მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები