კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის
ბავშვებში უსაფრთხო და ეფექტურია.
ამის შესახებ "ფაიზერის" და "ბიონტექის" აღმასრულებელმა დირექტორმა
ალბერტ ბურლამ განაცხადა.
"ბოლო 9 თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასობით მილიონი
12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანი აცრილია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინით. ჩვენი სურვილია, რომ მარეგულირებლის ნებართვით, ვაქცინის
საშუალებით ახალგაზრდა პოპულაციის დაცვა გავაფართოვოთ, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც დელტა ვარიანტის გავრცელებასა და იმ არსებით საფრთხეს
ვადევნებთ თვალყურს, რასაც ის ბავშვებს უქმნის", - განაცხადა
,,ფაიზერის'' აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.
ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინა ავტორიზებულია 12 წლიდან ასაკობრივ
კატეგორიაში.
საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და
ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16
წელს ზევით.
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე
Booking.moh.gov.ge.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში,
ჭიათურასა და ზესტაფონში.
ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური
სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი
რეგისტრაციის გარეშე იღებენ. ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი
პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი.
სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
მასალის გამოყენების პირობები