ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისის მერიასთან.
ოპოზიციის წარმოამდგენლებმა "ქართული ოცნების" ლიდერების მამუკა
მდინარაძის და ირაკლი კობახიძის გამოჩენა გააპროტესტეს და უთხრეს რომ
მათ ქუთაისში ჩამოსვლისუფლება არ ჰქონდათ.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატმა ნიკა ნარსიას თქმით, ყველა პროექტი გაჩერებულია და ეს
მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
მამუკა მდინარაძემ ოპოზოციის წარმომადგენლებს კითხა, გრძნობდნენ თუ
არა უხერხულობას, მათი პარტიის ლიდერებმა, ხელი რომ მოაწერეს
რეზოლუციას, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები.
საბოლოოდ ნიკა ნასრიას სამართალდამცავებმა ტერიტორია დაატოვებინეს.
მასალის გამოყენების პირობები