კვების ობიექტებს სტუმრების მიღება
ახალი წესებით მოუწევთ.
ამის შესახებ ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ
მოაწერა ხელი.
ბრძანების მიხედვით, ახალი რეკომენდაციები
შეეხება: დახურული და ღია სივრცის ობიექტებს, ჭურჭლის ხელით რეცხვას,
მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის
წესს, დასუფთავებისა და დეზინფექცის წესებს.
ასევე ახალი ბრძანება
განსაზღვრავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა
ვალდებულებებს.
საზოგადოებრივი კვების
ობიექტებისთვის ახალი რეკომენდაციები:
თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით,
მომხმარებელთა მიღება კვების ობიექტებმა უნდა უზრუნველყონ წინასწარი
დაჯავშნის სისტემის გამოყენებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას
იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი, მოცდის პროცესი უნდა
განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის
დაცვით.
იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია
მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით
და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით
წინასწარ უნდა განსაზღვროს
სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის
დაცვით)
რესტორნებმა მომსახურება უნდა
უზრუნველყონ დასაქმებულთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი და მოახდინონ
შედეგების ასახვა სათანადო ჟურნალში, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის
ყოლის შემთხვევაში მოახდინონ როგორც დასაქმებულთა, ასევე
მომხმარებელთა თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის მზომი
დისტანციური ხელსაწყოს გამოყენებით
უნდა გაკონტროლდე ერთ სივრცეში
მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა
დეზობარიერი უნდა განთავსდეს
შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით
სალაროსთან უნდა დაამონტაჟონ დამცავი გამჭვირვალე
ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების
მიზნით
სამუშაო ადგილზე
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის
საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი
ხსნარის განთავსება
უპირატესობა მიენიჭება უნაღდო
ანგარიშსწორებას.
ბრძანება ხელმოწერის შემდეგ უკვე
ძალაშია.
მასალის გამოყენების პირობები