"სოსო ხახალეიშვილი არის სუსის აგენტი"- ამ შეძახილებით "ნაციონალური
მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა
ნარსიამ მერიასთან ბოცა დაამსხვრია.
"დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ქალაქის მოქმედი მერი არის
სუსის აგენტი. მაგრამ მისი მერობა ისევე დაიმსხვრევა, როგორც ეს
ბოცა", - განაცხადა ნიკა ნარსიამ.
მერობის კანდიდატსა და ადგილზე მობილიზებული პოლიციიის თანამშრომლებს
შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოსო
ხახალეიშვილი სუსის გადაბირებული აგენტია, თუმცა, თავად
მერი ამას შეთხზულს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები