მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 227 მილიონს გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ პლატფორმა
worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.6
მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების
რაოდენობა კი 203 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა
ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 42.4 მილიონი
შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.3
მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული
სამეფო და რუსეთი.
მასალის გამოყენების პირობები