ბოლო 24 საათში,
ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი 2 515
ადამიანს დაუდასტურდა.
გამოჯანმრთელდა 2829 პირი, გარდაიცვალა 60 ადამიანი.
ჯამური მონაცემებით, პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი დადასტურებული აქვს 587 551
ადამიანს. გამოჯანმრთელებულია 551 780 ხოლო, გარდაცვლილია 8 347
პირი.
რაც შეეხება დადებითობის
მაჩვენებელს, 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 7.81%.
რეგიონების მიხედვით 15 სექტემბრის
მონაცემები ასე ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 869
შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა
ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი -
338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი - 25.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე
აქტიური შემთხვევაა 27 398.
მასალის გამოყენების პირობები