15 სექტემბერს საქართველოს
მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა, ონლაინ
რეჟიმში.
მოსწავლეებისთვის სკოლის კარი კიდევ ორი კვირა არ გაიღება.
ეპიდვითარების გამო, მათ სწავლა კვლავ დისტანციურად მოუწევთ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს კლასებში
დაბრუნება 4 ოქტომბრიდან შეეძლებათ.
2019 წლიდან, კორონავირუსის გავრცელების გამო, სკოლები სწავლების
დისტანციურ რეჟიმზე რამდენჯერმე გადავიდნენ. ამ ხნის განმავლობაში
მოსწავლეებს სრულყოფილად თითქმის არ უსწავლიათ. ონლაინ რეჟიმი
განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პირველი კლასის მოსწავლეებისთვის,
რომლებმაც 2020-2021 წლის სასწავლო წელი ისე დაასრულეს, რომ მათი
ნაწილი პედაგოგს არც შეხვედრია. მათაც, ვინც წელს გახდა
პირველკლასელი, სწავლის დაწყება სახლში, კომპიუტერთან
მოუწევს.
ონლაინ რეჟიმში დაიწყო სწავლა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის
სტუდენტებისთვისაც. მათაც, ლექციების აუდიტორიებში მოსმენა მხოლოდ 4
ოქტომბრიდან შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები