ხმაური იყო ქუთაისის მერიის
წინ.
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟოროტარობის
კანდიდატმა ნიკა ნარსიამ შენობის შესასვლელ კარზე სტიკერების გაკვრა
სცადა წარწერით ,,ნუ გვისმენ" . მან ამ ფორმით სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადება გააპროტესტა.
პოლიციამ მას სტიკერების ბოლომდე
გაკვრის საშუალება არ მისცა.
ნიკა ნარსია თვითმმართველობის შენობაში შესვლასაც
ცდილობდა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა. მისი
თქმით, ის ფლობს დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს წევრი
თემურ ნადირაძე ბიზნესაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა.
საბოლოოდ პოლიციამ "ნაციონალური
მოძრაობის" კანდიდატს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები