ახალი ამბები
დაუსრულებელი სამუშაოები წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩებზე
FaceBook
ქუთაისში, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციის ვადამ კიდევ ერთხელ გადაიწია.
საგზაო დეპარტამენტში, რომელიც სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, ამბობენ, რომ წერეთლის ქუჩის მოწყობა  15 ოქტომბრისთვის, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე გზის მოწესრიგება ნოემბრის ბოლოს დასრულდება. 

წერეთლის ქუჩა


საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, სამუშაოების კიდევ ერთხელ გახანგრძლივება მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია. 

აღმაშენებლის გამზირი

"პრობლემები შეგვექმნა წერეთლის ქუჩაზე და  აქტიურად  ვცდილობთ მის გამოსწორებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ  ამინდებმა ხელი შეგვიწყოს.  გვინდა, რომ აღმაშენებლის ქუჩა ნინოშვილის  ქუჩის მხრიდან ნაწილობრივ გავხსნათ. უკვე დაწყებულია აღმაშენებლის ქუჩაზე დაგრუნტვა.  ვცდილობთ,  ბალახვნის ხიდის გახსნას, რათა ქალაქი  ცოტა მაინც განიტვირთოს
", - ამბობს ბაქარი ჭეიშვილი. 

წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების რეკონსტრუქცია 2021  წლის იანვარში დაიწყო. სამუშაოების   დასრულების ვადად  თავდაპირველად მიმდინარე წლის ივნისი განისაზღვრა.  მოგვიანებით, საგზაო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა კომუნკაციების გამო შექმნილი პრობლემის მიზეზით, რეკონსტრუქციის დასრულების ვადამ  სექტემბრამდე გადაიწია, თუმცა, არც ეს თარიღი აღმოჩნდა გადათხრილი ქუჩების რეკონსტრუქციისთვის საკმარისი. 

საქართველოს საგზაო დაპარტამენტი ორივე  ქუჩის რეაბილიტაციისთვის  ჯამში 14 მილიონ ლარზე  მეტს ხარჯავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.