ქუთაისის მერიამ თეთრ ხიდზე
დაზიანებული შუშა შეცვალა.
ხიდზე შუშის საფარი 25 აგვისტოს დაზიანდა. ეს ხიდის ზედაპირის
დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა
დაიბზარა, ხან რკინის საფარი გაფუჭდა.
ქუთაისში ისტორიულ ხიდს
რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435
997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ხიდის არც ვიზუალი და არც შესრულებული
სამუშაოების ხარისხი აღმოჩნდა მისაღები.
მასალის გამოყენების პირობები