ფეხსაცმლის თურქულმა საწარმომ ,,ფლო"" ქუთაისში მაღაზია გახსნა.
მაღაზია ,,ფლო“ ,,კინო საქართველო"-ს ყოფილ შენობაში
განთავსდა. მაღაზია დღეს მფლობელებთან ერთად ქუთაისის ვიცე-მერმა
ნოდარ მიქიაშვილმა გახსნა.
მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც სპორტული, ისე კლასიკური ხაზი.
მაღაზიაში ,,ფლოს’’ მიერ შეკერილი ფეხსაცმილის გარდა, ,,ადიდასის’’,
,,პუმას’’ ,,ნაიკის’’, ,,დოკერსის’’, ლამბერ ჯეკის’’ და ”პოლარისის”
კოლექციებიც გაიყიდება.
,,კინო საქართველო"-ს ყოფილ შენობაში ეს უკვე მეორე ბრენდ მაღაზიაა.
მომავალ წელს კი შენობაში 6 დარბაზიანი კინოთეატრის გახსნა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები