კოვიდვაქცინაზე 60 წელს ზემოთ მოქალაქეების აქტივობა დაბალია, ხოლო
მაღალია მათი ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის
საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 80-70
წელს ზემოთ მოქალაქეებში.
"ცალსახად გამოიკვეთა ცუდი მაჩვენებელი ლეტალობის მაჩვენებელი
განსაკუთრებით მაღალია 70-80 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე
ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია 60 წელს ზემოთ
მოქალაქეებში.როდესაც ეს მონაცემები ჩვენ შევადარეთ ვაქცინაციის
პროპორციასა და, ასევე ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობისა და
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია
მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით. მნიშვნელოვანია, საბჭომ
იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც
გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომელთაც აქვთ ყველაზე
მაღალი რისკები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად იმსჯელებენ
სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება,
გახდეს აცრის მოტივატორი პენსიონერი მოქალაქეებისთვის.
60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის შესაძლოა, რთული შეიძლება იყოს
რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმციაზე ხელმისაწვდომობა. პირველი და
მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების მხრივ. მათ
დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე საინფორმაციო ღონისიძებები ჩაატარონ.
ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის
ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ნებეყოფლობით მოხდეს მოქალაქეების
აცრა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ
სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებაზე, რომელიც შეიძლება,
გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. ასევე, რაიონულ
და რეგიონულ დონეზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს, რომელ
რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური", -
განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა.
გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 ადამიანი
ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები