Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29
449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8
236 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს. რაც
შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337. ბოლო 24 საათში
კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 414,
ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი
- 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6
520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1 077. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში -
152, იმერეთში - 350.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში -
226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29. 2 072 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 - თბილისში, 631 - აჭარაში.
2661 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 134 პირი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10
997 პირი, აჭარაში - 4 045, იმერეთში - 3 218.
მასალის გამოყენების პირობები