მმართველ გუნდს წყალტუბოს
აღორძინების დაპირება ისევ წინასაარჩევნოდ გაახსენდა.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ქალაქს სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ წყალტუბოს განვითარება
ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"წყალტუბოს განვითარება
არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. უკვე დასრულებულია მუშაობა
გენგეგმაზე, რომლის განხილვებიც დაწყებულია. ჩვენ ვაწარმოებთ საუბრებს
ძალიან დიდ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან წყალტუბოში
სასტუმროების აღდგენით. ყველა ის სასტუმრო, რომელიც ერთ დროს იყო
განვითარებული და აღორძინებული, ისევ აღდგება და წყალტუბო გახდება
გამორჩეული კურორტი", - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს
აღორძინება ორი წლის წინ დააანონსა. ყოფილი პრემიერის დაპირების მიხედვით, 22
ამორტიზებულ სასტუმროს და 9 აბანოს ის პირადი სახსრებით
გაარემონტებდა და ფულს მათ განვითარებაშიც დახარჯავდა.
"მივიღე გადაწყვეტილება,
პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.
გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ
ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული
ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი
რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების
მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება'',-
აცხადებდა ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები