ახალი ამბები
"ტორპედოს" ახალმა მფლობელმა ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა
FaceBook
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა", რომელმაც "ტორპედო" აუქციონზე შეიძინა, მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დაასრულა.
კომპანიის წარმომადგენლები კლუბის ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას უკვე შეხვდნენ. მერიაში ასევე ამბობენ, რომ ინვესტორი, პირველ ეტაპზე ფეხბურთელების 3 თვის სახელფასო დავალიანებას დაფარავს.

"კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი ,,ტორპედოს" სამომავლო მიღწევები იქნება. გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა - გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს", - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 1 სექტემბერს გასხვისდა. "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა" კლუბი 577 017 ლარად შეიძინა.


მთავარი პირობა კლუბის დავალიანების გასტუმრებაა, რომელიც მერიის ინფორმაციით, 2 470 000 ლარია. ახალმა მფლობელმა თანხა ორ ეტაპად, წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.


ასევე, კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად მინიმუმ ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ინვესტორმა, თავად უნდა მოიძიოს დონორები და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები. თანხის 10% კი უნდა გამოიყენოს კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის.


ახალმა მფლობელმა ყოველწლიურად უნდა მოიპოვოს უეფასა და ეროვნული ლიცენზიები. წელიწადში 100-დან 2000 ბავშვამდე კონტიგენტისთვის უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება. ინვესტორმა, კლუბში, ყოველი წლის ბოლოს უნდა ჩაატაროს აუდიტორული შემოწმება და შედეგები მერიას წარუდგინოს.


მუნიციპალიტეტი ინვესტორს, "ტორპედოს" წინააღმდეგ სასამართლოში არსებულ საქმისწარმოების შედეგებზეც აკისრებს პასუხისმგებლობას და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამი მილიონი ლარის ფარგლებში თანხის გადახდას ავალდებულებს.


ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში კლუბის შეძენით არავინ დაინტერესდა.


ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე პირველად 2017 წელს გაყიდა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად გასხვისდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი დატოვა. ამის შემდეგ "ტორპედოთი" იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.