ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში"
ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპი ჩვილების სიცოცხლის
გადარჩენას ცდილობენ.
სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ახალშობილების მდგომარეობა
უმძიმესია.
"ახალშობილების მდგომარეობა უმძიმესია. გრძელდება
ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. ჩვენი ძალისხმევა ახლა მიმართულია მათი
სიცოცხლის გადასარჩენად", - ამბობს კლინიკის ახალშობილთა
ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა
ბარათაშვილი.
ტყუპი ახალშობილები ქუთაისის
კლინიკაში 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. 28 კვირის
ინფიცირებული ორსულისთვის, საკეისრო კვეთის ჩატარება მას შემდეგ გახდა
საჭირო, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ოჯახის
წევრებმა თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, იგი 2
სექტემბერს გარდაიცვალა. 47 წლის ქალი შვილს 10 წელი
ელოდა.
მასალის გამოყენების პირობები