იუსტიციის სამინისტრო სრულად
ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს.
კოვიდ ვაქცინით ორჯერადად აცრილები
იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი ნახევარ
ფასად მიიღებენ.
სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ
იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:
ინდივიდუალური მეწარმის
რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და
შეწყვეტა;
უძრავ ქონებაზე ამონაწერის
განახლება;
სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი
ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
ქორწინების დამაბრკოლებელი
გარემოებების შესახებ ცნობა;
ID ბარათზე სერთიფიკატის
განახლება;
იუსტიციის სამინისტოს მიერ
დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის
სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება
შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები