სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ
რეჟიმში განახლდება, -ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის
შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების
მუშაობა.
"სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ
რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და
პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება
სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო,
ასევე კერძო ბაღებსაც".
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის
განცხადებით, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი
4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო
ოთახებსა და აუდიტორიებში.
მასალის გამოყენების პირობები